. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მიმართავს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პროვოკაციები მოაწყონ, რაც მიზნად დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას ისახავს. სუს-ში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ქმედება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით იმართება. კონკრეტულად რა წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში და რა ფაქტებზეა საუბარი.