გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შიდა ქართლის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა. განახლების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების საკითხები დაემატა. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკის მაგალითებსაც. შიდა ქართლის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლების გადამზადების შემდეგ, ტრენინგები კახეთის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ.