ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ დაუშვებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ფონ კრამონის ამ განცხადებას ოპოზიციურ სპექტრშიც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ვიოლა ფონ კრამონსაც ე.წ. აგენტად გამოაცხადებს. მათი თქმით, ევროპარლამენტართა ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის დაკვეთებს ასრულებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყვას.