სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ევროპულმა სასამართლომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში. საკუთარი შეფასებები დააფიქსირეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც. როგორია გამოხმაურებები მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.