ჩინეთის იუნანის პროვინციაში, საავადმყოფოში დანით განხორციელებული თავდასხმის გამო ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულთა შორის საავადმყოფოს პერსონალია. ჩინური მედიის მერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილობრივი მოქალაქეა. ის პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.