ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰზე ისრაელის შესაძლო შეტევა დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში უსაფრთხო ზონები არ არსებობს და შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დღეს დილით ღაზას სექტორის მხრიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციაში დაახლოებით 20 შეიარაღებული პირი გაანადგურეს და ასევე სამი მნიშვნელოვანი გვირაბი აღმოაჩინეს.