სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საია-ს ოფისში რამდენიმე წუთში პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო და აქედან 22 პირის ინტერესებს სწორედ საია იცავს.