„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა ზომიერად აღდგა და საშუალოდ 46%-ს მიაღწია“, რაც 2023 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მატებას ასახავს. 2024 წლისთვის დატვირთულობის ზრდა საშუალოდ 4%-ით არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში მცირედით გაიზარდა საშუალო ფასი და 113 დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით მაღალია 2019 წლის პანდემიამდელ დონესთან შედარებით" - წერია კვლევაში.