იპოთეკური სესხი გაიაფდა, სალომბარდე კი გაძვირდა. მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ზოგიერთზე კი შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტები, ავტოსესხი და ლომბარდული კი გაძვირდა. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის თებერვალში იპოთეკური სესხის საპროცენტო განეკვეთი 11,49% იყო, მარტში მცირედით მაგრამ მაინც შემცირდა 11, 46%-მდე; ავტოსესხი თებერვალში 23,23%-ად გაიცემოდა, მარტში კი 24,20%-მდე გაძვირდა; მცირედით, მაგრამ გაიზარდა სალომბარდე სესხის განაკვეთი 19,75%-დან, 19,88%-მდე. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს – 17,96% დაფიქსირდა განაკვეთი მარტში, მაშინ როცა თებერვალში – 18,06% იყო. რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2024 წლის მარტში ლარში გაცემული სესხები გაიაფდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მარტში ლარის სესხებზე განაკვეთი 15,13%-ს შეადგენდა, თებერვალში კი 15,42%-ს. რაც შეეხება სესხებს უცხოურ ვალუტაში, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, მარტში საშუალო განაკვეთი კრედიტებზე შეადგენდა 8,65%-ს, თებერვალში კი 8,57%-ს.