რადგან ადგილობრივი მოსავალი ჯერ არ შემოსულა, საართველოში ატმის იმპორტი კატასტროფულად გაიზარდა.მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, საქართველოში იმპორტირებულია 2 130 დოლარის ღირებულების 610 კგ ატამი შემოვიდა, მაშინ როცა გასულ წელს, იმავე პერიოდში, სულ რაღაც 280 დოლარის ღირებულების 50 კგ ეს ხილი შემოვიტანეთ. აღნიშნული მონაცემები კი აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ატმის იმპორტი 661%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ატმის იმპორტიორი ქვეყნები ნიდერლანდები და თურქეთი იყო. მონაცემების თანახმად, საქართველოს მიმდინარე წელს 1 კგ ატმის იმპორტი 3.5 დოლარი (არსებული გაცვლითი კურსით დაახლოებით 9 ლარი) დაუჯდა, ხოლო გასულ წელს 5.6 დოლარი (მაშინდელი კურსით დაახლოებით 15 ლარი). ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ატმის იმპორტი 40%-ით გაუიაფდა, შესაბამისად ალბათ სწორედ ამას უკავშირდება იმპორტის ოცულობის ზრდაც. რაც შეეხება ადგილობრივ ფასებს, მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ატმის ღირებულება 15-22 ლარის ფარგლებშია, ხოლო ღია ტიპის ბაზრებსა და ბაზრობებზე 10-20 ლარის ფაგრლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასნამატი მარკეტებში მინიმუმ 66- დან 144%-მდე მერყეობს, ხოლო ბაზრებსა და ბაზრობებზე 11-დან 122%-მდე.