სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

2024-05-07 13:00:28+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოს ევროპული მომავალი და “ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი”.