აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას, მის ნაცვლად კი დემოკრატების კანდიდატად მიშელ ობამას წარადგენენ. ამ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენი თავის გადაწყვეტილებას 24 აგვისტოს, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს, მიშელ ობამას კანდიდატურა კი უკვე შეყვანილია პოტენციურ კანდიდატთა სიაში, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით შედგა.