ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დღეს დილით ღაზას სექტორის მხრიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს ერთმანეთთან აკავშირებს, ამჟამად მოწყვეტილია აღმოსავლეთ რაფაჰში მდებარე სალაჰ ა-დინის გზიდან, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა გასულ ღამეს განხორციელებული შეტევის დროს დაიკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ ოპერაციის დროს, დაახლოებით 20 შეიარაღებული პირი გაანადგურეს და სამი მნიშვნელოვანი გვირაბიც აღმოაჩინეს. ამასთან, შეტევის დროს გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკის მიმართულებით მოძრაობდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათმა საჰაერო ძალებმა რაფაჰში „ჰამასის“ 50-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.