სანამ პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განსახილველად ემზადება, საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან კრიტიკა კვლავ არ წყდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკული ფარასგან ბევრად განსხვავდება. მეთიუ მილერის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პასუხი უკვე გასცა. კიდევ რას აცხადებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და როგორ პასუხობენ მათ მმართველ პარტიაში.