მმართველი პარტია საკამათო კანონპროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში განიხილავს და მიიღებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელად, უქმე დღეს, 10 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მორიგი სხდომა ჩანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ამ დღისთვის დაგეგმილი არ არის, ოპოზიციაში მაინც არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარასკევს უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილოს. ამავდროულად, ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებებს, რომელიც, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის