კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების განახლების მიზნით, დღეს კაიროში გაემგზავრება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, განაცხადა, რომ ორშაბათს „ჰამასმა“ შუამავლებს ზავის წინადადებაზე პასუხი გაუგზავნა. კატარის ხელისუფლება, რომელიც ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, იმედოვნებს, რომ ღაზას სექტორსი ცეცხლის დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები საბოლო შეთანხმებით დასრულდება.