რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ე.წ. ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.