ბათუმელმა სტუდენტებმა საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობა ჩაატარეს. მანამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. სტუდენტებმა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აგვისტო ომის მემორიალთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. როგორც მათ აღნიშნეს, ისინი ერთიანი საქართველოსთვის შეიკრიბნენ. ამის შემდეგ ისინი ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ.