საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბში მხოლოდ 5 თვეა თამაშობს და საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ დაასახელეს. აპრილში „მეცმა“ სულ 7 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.