რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ზახაროვა აცხადებს რომ რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან და არც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გეგმასთან. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი აცხადებს, რომ კანონის ქართული ვერსია დასავლურ ქვეყანებში მიღებული სამართლებრივი აქტებისგან გამომდინარეობს, თუმცა ის გაცილებით უფრო რბილია. ზახაროვა ცდილობს დაამტკიცოს რომ რუსეთი არასდროს ჩარეულა და არც აპირებს რომ ჩაერიოს მესამე ქვეყნის შიდა საქმეებში.