"არა რუსულ კანონს!" - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა ემიგრანტებმა სახელმწიფო დეპარტამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდეს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის და სადავო კანონპროექტის მხარდამჭერ 83 დეპუტატს. კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქალაქშიც გამართა. პარიზში, ბილბაოში, ბარსელონასა და ლისაბონში შეკრებილმა ქართველებმა ქართული ოცნების მიერ ინცირებული კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას აზიანებს.