თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდელებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი და ხმა იქნება. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.