მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთელ საქრისტიანოში უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს მაცხოვარი, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვა გამოისყიდა, მკვდრეთით აღსდგა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა მოსაყდრე,მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვას წინ უძღვოდა სააღდგომო ეპისტოლეს გაცნობა,სადაც ერთ-ერთ საკითხს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები წარმოადგენდა.