ამერიკელი კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და მექსიკური ბანკისაგან ქრთამის მიღებაში. ტეხასელი დემოკრატი კონგრესმენი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ჰენრი კუელარსა და მისი მეუღლეს ჰიუსტონის სასამართლომ გირაო შეუფარდა. თუ მათ დამნაშავედ ცნობენ, კონგრესმენს და მის მეუღლეს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2014-2021 წლების პერიოდს. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიღებული თანხით კონგრესმენმა რამდენიმე კრედიტი დაფარა და ოჯახისთვის სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი შეიძინა.