„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა, სადაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს - Palitra News

„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა, სადაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს

2024-05-04 19:23:07+04:00

„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი „ჰამასის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. კაიროში, სადაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, „ჰამასის“ დელეგაციის ვიზიტი ეგვიპტურმა მედიამაც დაადასტურა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსიც იმყოფება, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში პარასკევს ჩავიდა. ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მხრიდან მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ღაზაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.