ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ძირითადად, საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.