სახელმწიფოს მხრიდან ლევან ხაბეიშვილი გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე. ამ სისასტიკეს უშუალოდ ესწრებოდა გოგა მემანიშვილი და უშუალოდ დააორგანიზა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარებას“. ეს ადამიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა კი არ დააშინებს ახალგაზრდებს, არამედ, პირიქით, მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას და დაარწმუნებს მას იმაში, რომ აუცილებელია ცვლილება.