ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი პოლიტიკურ სპეტრში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა გახდა. აღსანიშნავია, რომ მიშელი ასევე ტელეფონით გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში განხილვის მთავარი თემა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო. ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ქმედებებს ანტიდასავლურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას გამიზნულად ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი პარტნიორებთან რეალური დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობენ.