საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.