მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას აღნიშნავს. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ტერიტორია დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმაც გაჩხრიკეს. ზეციური ცეცხლის გადმოსვლამდე მაცხოვრის საფლავზე იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ლოცვებიც შეასრულა.