შვედეთის ქალაქ მალმიოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა და მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი ქალაქის ქუჩებში პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ. უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზი, „ევროვიზიის“ მუსკლაური ფესტივალია, რომელსაც ქალაქი 7-11 მაისს მასპინძლობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში პალესტინის მომხრეები მასშტაბურ დემონსტრაციებს გამართავენ, რაც შეიძლება არეულობაში გადაიზარდოს. ამასთან, არ არის გამორიცხული შესაძლო თავდასხმები. როგორც BBC წერს „ევროვიზიაზე“ დასასწრებად მალმოში 100 000-ზე მეტ ადამიანს ელიან.