აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ერთადერთია, რომელიც ღაზას მოსახლეობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შორის დგას. მისივე თქმით, მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელია, რომ „ჰამასმა“ მძევლები გაათავისუფლოს. ამასთან, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმა არ წარმოუდგენია. პარასკევს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაახლებლად მისი დელეგაცია კაიროში გაემგზავრება.