გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტია, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, გახარიას შეფასებით, პროტესტი უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფორმებში. გახარიას განცხადებით, არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ იმ მუხტით და ენერგიით ისარგებლოს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს. გიორგი გახარიას შეფასებით, თუ ამ პროტესტის ენერგიას პოლიტიკოსები დაეპატრონებიან, დიდიდ იმის რისკია, რომ პროტესტის მარგინალიზაცია ან ე.წ. მაიდანიზაცია მოხდეს.