ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ეგვიპტელი მაღალჩინოსნების ცნობით, „ჰამასს“ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა მომდევნო პარასკევამდე აქვს. ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები ეწინააღმდეგებიან ისრაელის ამ შეთავაზებას, რადგან რამდენიმე დეტალი მათთვის ბუნდოვანია. წყაროს ცნობითვე, „ჰამასს“ სურს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რადგან, როგორც ირკვევა, „ჰამასი“ შიშობს, რომ ისრაელი მის შეთავაზებებს მოკლე დროში დაარღვევს და გააგრძელებს ბრძოლას. ამასთან, „ჰამასი“ აშშ-ის მხრიდან ითხოვს გარანტიებს, რომელსაც ისრაელის მხარე სცემს პატივს.