უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 13 დრონი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.