საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს აღნიშნული ორგანიზაციის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს.