საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრა სახელწოდებით ,,ხიდი მომავლიკენ’’ გაიმართა. ღონისძების ძირითად საკითხებს კლიმატის ცვლილება და გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება ცვალებად გარემოში მაკროეკონომიკული გამოწვევების დაძლევასა და კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობაზე გამახვილდა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პიორიტეტად საქართველოს როგორც რეგიონში მიმზიდველ ჰაბად გადაქცევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.