ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მიშელი ასევე ტელეფონით გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვს. არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში განხილვის მთავარი თემა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო. ამავდროულად, საკამათო კანონპროექტთან დაკავშირებით კვლავ არ წყდება კრიტიკული განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ისინი მოუწდებენ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელონ.