უკვე მესამე კვირაა, რაც თბილისში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო, უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. მოვლენათა ეპიცენტრი კვლავ რუსთაველის გამზირია, თუმცა აქცია დედაქალაქში რამოდენიმე ლოკაციაზეც გაიმართა. სასტუმრო „პარაგრაფთან“, სადაც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენცია გაიმართა, აქტივისტებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს - ისინი ცდილობდნენ, რომ უცხოელი სტუმრებისთვის ხმა მიეწვდინათ. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთვარ ოფისთან მსვლელობა მოეწყო. საპროტესტო მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდა, სადაც უკვე რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა საკამათო კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.