ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის კრიტიკულ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ მმართველი გუნდის წევრებიც ეხმაურებიან. მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დათქმებით საქართველოს მთავრობის მიწვევა მიუღებელია. მათივე განმარტებით, კონკრეტული დათქმებით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიწვევა სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება. ოპოზიციისთვის კი რობინ დანიგანის განცხადება სანქციების მომასწავლებელია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უკვე ნათელია რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს. აღსანიშნავია რომ სწორედ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე.