ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღისა და ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებით კოორდინირებულ სანქციებს ამზადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ევროკავშირთან, იაპონიასთან, კორეის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოსთან მუშაობს, რათა ახალი სანქციები დაწესდეს. მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დასავლეთის განცხადებები არაზუსტია და აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მათი ურთიერთობა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არაა. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეაში ფარულად აგზავნის რაფინირებულ ნავთობს, რომლის რაოდენობაც სავარაუდოდ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ ლიმიტს აღემატება.