ჯო ბაიდენმა იაპონიას, ინდოეთს, ჩინეთსა და რუსეთს უწოდა „ქსენოფობიური“ ქვეყნები, რომლებიც მიგრანტებს არ მიესალმებიან. ფონდების მოძიების ღონისძიებაზე, სადაც დონორ აუდიტორიას ძირითადად აზიური წარმოშობის ამერიკელები შეადგენდნენ, ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი არჩევნები თავისუფლებას, ამერიკის მომავალსა და დემოკრატიას ეხება. მისივე თქმით, აშშ-ის ეკონომიკა სწორედ მათი და მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დამსახურებით ყვავდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიგრანტები აშშ-ს მხოლოდ აძლიერებენ.