საქართველოში აშშ-ის ელჩი საკამათო კანონპროექტის შესახებ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებამ“ საზოგადოება ევროატლანტიკურ მისწრაფებას დააშორა და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე თავდასხმა არჩია. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი დასავლეთთან საქართველოს მეგობრულ ურთიერთობას დააზიანებს. კიდევ რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები აშშ-ის ელჩის განცხადების შესახებ