ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს, რომელიც მომავალ კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს. ვენეციის დელეგაციის დაანონსებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატები მკაცრი განცხადების მოლოდინში არიან, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ იმის მოლოდინი არ აქვთ, რომ ამ შეფასებას მმართველი პარტია რაიმე მნიშვნერლობას მიანიჭებს. ისინი „ქართულ ოცნებას“ ანტი ევროატლანტიკურ პარტიად მოიხსენიებენ. რაც შეეხება ექსპერტებს, ისინი არ გამორიცხავენ ევროპელი პარტნიორების მსგავსად, ვენეციის კომისიამაც მკაცრ სანქციებზე ისაუბროს.