უსაფრთხოების წითელი დონის შემდეგ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლება მაინც არ მიეცათ. გარდა ამისა, გაუქმებულია დღევანდელი პლენარული სხდომაც, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს დეპუტატების წინაშე თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში უნდა წარედგინა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღევანდელი სხდომა მმართველმა პარტიამ გააუქმა მათ სისუსტეზე მეტყველებს. ამის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც აქტიურად განიხილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების საკითხიც. თემაზე მეტს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.