ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უმრავლესობას სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამერიკის ელჩის კრიტიკილ გზავნილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციამ დაინახა საფრთხე რომ თუ მმართველი პარტია საკუთარ გეგმებზე უარს არ იტყვის, შესაძლო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა გადაიხედოს. მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს თემის დეტალებს.