აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას ჯერ კიდევ არ უნახავს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილ შეტევასთან დაკავშირებით ისრაელის გეგმა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი გეგმის არარსებობის შემთხვევაში, ვაშინგტონი რაფაჰზე თავდასხმას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ გასამკლავებლად.