მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდი ხუთშაბათის წირვა სამების საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქოს მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. დღეს კიდევ ერთი მსახურება ჩატარდება, რომელიც 12 სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდებზე მოგვითხრობს.