პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაზიანრბა 15-მა პირმა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. გუშინ გვიან ღამით კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ორი პირი შეიყვანეს - მათ ზედაპურული დაზიანებები, მათ შორის თვალის არეში აღენიშნებოდათ, თუმცა როგორც ცნობილია, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. იყო თუ არა დაზიანება რეზინის ტყვიით მიყენებული ამაზე, „ნიუ ჰოსპიტალში“ კონკრეტულ პასუხს ვერ ამბობენ.