პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლება მაინც არ მიეცათ. გარდა ამისა, გაუქმებულია დღევანდელი პლენარული სხდომაც, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს დეპუტატების წინაშე თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში უნდა წარედგინა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღევანდელი სხდომა მმართველმა პარტიამ გააუქმა მათ სისუსტეზე მეტყველებს. კიდევ რას აცხადებენ მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.